თუ რეჟიმი დამაპატიმრებს, ეს მისი ბოლო შეცდომა იქნება - ხუან გუაიდო

საქართველო, თბილისი - 11:20 | 04.03.2019
ნანახია: 710

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ თუ ქვეყნის ხელისუფლება მას დააპატიმრებს, ნკოლას მადურო თავის უკანასკნელ შეცდომას დაუშვებს.

 „თუ რეჟიმი გაბედავს და დამაპატიმრებს, ეს მისი ბოლო შეცდომა იქნება“, - განაცხადა გუაიდომ.

მისი თქმით, დაპატიმრების შემთხვევაში მოკავშირეებს ზუსტი ინსტრუქციები გააჩნიათ. გუაიდო ვენესუელაში დაბრუნებას დღეს აპირებს.

ვენესუელის სასამართლომ გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, თუმცა ის 22 თებერვალს მოსაზღვრე კოლუმბიის ქალაქ კუკუტაში ჩავიდა, სადაც ვენესულისთვის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი მდებარეობს. ერთი კვირის განმავლობაში ის იმყოფებოდა კოლუმბიაში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, არგენტინასა და ეკვადორში.

ვენესუელის პარლამნეტმა, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, გუაიდოს ქვეყნის დატოვების უფლება ხუთ დღეზე მეტი ხნით მისცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე