ნაძალადევის რაიონში ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 04.03.2019
ნანახია: 682

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კოხრეიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ხანძარი კოზრეიძის 33 ნომერში საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაშავებულია 1 მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამწვარია 350 კვ.მ ფართი. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე