ჩინეთში უკვდავების ელექსირი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:33 | 04.03.2019
ნანახია: 973

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში ხენანის პროვინციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს დოქი სითხით, რომელიც დასავლეთ ხანების დინასტიის პერიოდში (ჩვენს ერამდე 202-8 წლები) „უკვდავების ელექსირად“ მიიჩნეოდა. ამის შესახებ სააგენტო “სინხუა“ იუწყება.

ჭურჭელი, რომელშიც 3,5 ლიტრი სითხე ესხა, ქალაქ ლოანში წარჩინებულთა სამარხიდან ამოიღეს.

მას ალკოჰოლის არომატი ჰქონდა და არქეოლოგებმა ჩათვალეს, რომ ის სპირტი იყო. ლაბორატორიულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სასმელი კალიუმის ნიტრატსა და ალუნიტს შეიცავდა. მეცნიერთა თქმით, უძველეს დაოსურ ტექსტებში ეს ნივთიერებები მოხსენიებულია,  „მაცოცხლებელი ძალების ინგრედიენტებად.

210 კვადრატული მეტრის ფართობის სამარხში მკვლევარებმა ასევე იპოვეს ნეფრიტისა და სპილენძის ნაკეთობები.

სპეციალისტებმა ჯერ არ იციან, ვინ იყვნენ სამარეში დაამრხული ადამიანები, თუმცა აღმოჩენილი არტეფაქტები უძველესი ჩინელი წარჩინებულების ატრიბუტებად მიიჩნევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე