ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში რეფორმატორების პარტიამ გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 10:04 | 04.03.2019
ნანახია: 696

ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში  ოპოზიციურმა მემარაჯვენე ლიბერალურმა რეფორმატორების პარტიამ გაიმარჯვა და საკანონმდებლო ორგანოში 34 მანდატი მიიღო. მეორე პოზიცია დაიკავა ცენტრისტულმა პარტიამ 26 მანდატით. პარლამენტში სულ ხუტთ პარტია მოხვდა.

საპარლამენტო არჩევნები ესტონეთში 3 მარტს გაიმართა.

101-ადგილიან პარლამენტში რეფორმატორებისა და ცენტრისტული პარტიების გარდა, ასევე მოხვდნენ კონსერვატიული სახალხო პარტია (19 მანდატი), პარტია  Isamaa (12 მანდატი) და სოციალ-დემოკრატიული პარტია (10 მანდატი).

მთავრობის ფორმირების უფლება არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას ექნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე