ტორნადოს ალაბამას შტატში 22 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:52 | 04.03.2019
ნანახია: 606

აშშ-ი ალაბამას შტატში ტორნადოს 22 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 14 დაღუპულისა და 40 დაშავებულის შესახებ. შერიფ ლი ჯეი ჯონსის თქმით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან არსებობს ცნობები დაკარგულთა შესახებ.

ტორნადომ ძლიერი ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებსა და სხვა შენობებს.

მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო ალაბამას შტატის გუბერნატორმა კეი აივიმ მთელს შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე