რუსთავში CO-თი 7 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 6 ბავშვია

საქართველო, თბილისი - 09:34 | 04.03.2019
ნანახია: 825

რუსთავში CO-თი ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, რომელთაგან 6 ბავშვია. შემთხვევა 3 მარტს გვიან ღამით რუსთავის მე-11 მიკრორაიონში მოხდა.

ბავშვები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი სახლში დამონტაჟებული ღია წვის გამათბობელია. ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი ცხრა წლის, ყველაზე პატარა კი ერთი წლისა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე