პაკისტანის საზღვართან ათასობით ინდოელი, სამშობლოში პილოტის დაბრუნებას ელოდება

საქართველო, თბილისი - 15:38 | 01.03.2019
ნანახია: 778

პაკისტანის საზღვართან ათასობით ინდოელი სამშობლოში ინდოეთის შეიარაღებული ძალების პილოტის  აბჰინანდან ვარტამანის დაბრუნებას ელოდება. პილოტის თვითმფრინავი  ქაშმირის რაიონში პაკისტანელმა სამხედროება ორი დღის წინ ჩამოაგდეს, მფრინავი კი დაატყვევეს.

პაკისტანის ხელისუფლებამ კეთილი ნების ჟესტის ნიშნად მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.

პაკისტანის საზღვართან შეკრებილებს შორის არიან პილოტის მშობლებიც, რომლებსაც ხალხი აპლოდისმენტებით შეხვდა.

ხალხს გამოტანილი აქვს პლაკატები წარწერებით: „მშვიდობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის“ და „გმადლობ, იმარ ხან“ (პაკისტანის პრემიერი).

დატყვევებულ პილოტს პაკისტანის მხარე ინდოეთს დღეს მოგვიანებით გადასცემს.

ინდოეთის შეიარაღებული ძალების ორი თვითმფრინავი ოთხშაბათს პაკისტანმა ქაშმირის რაიონში ჩამოაგდო. ორივე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, რის შემდეგაც ისინი ტყვედ აიყვანეს. ერთ-ერთი მფრინავი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუშინ პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინდოელ პილოტს გაათავისუფლებდა, თუ ეს, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციას მოახდენდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე