ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა - მამუკა ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 14:26 | 01.03.2019 ნანახია: 1001სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციას წარმატებით ახორციელებს.
„განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, მეტი ძალისხმევაა საჭირო. ჩემი შეხედულებით, ჩვენ გვაქვს რესურსი, ვალდებულებების გარკვეული ნაწილი ვადაზე ადრე შევასრულოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია 5 მარტს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შესახებ, რომელზეც ქართული მხარე „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“ წარადგენს.
„საბჭოს სხდომაზე, ევროპულ მხარესთან ერთად შევაჯერებთ ევროინტეგრაციის ფარგლებში არსებულ პროგრესს და წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს - „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული ჩვენი პროგრესის კონსოლიდაცია და ასევე, ასოცირების შეთანხმების მიღმა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციისკენ“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
სხდომაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრმა პროცესის შეუფერხებლად ფუნქციონირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მსურს, შეხვედრის ნაწილი დავუთმოთ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობის განხილვას. უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რადგან პრაქტიკული სარგებლის გარდა, უვიზო მიმოსვლას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კომისიების ერთობლივ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
„საქართველო არის ნატოს განსაკუთრებული და საიმედო პარტნიორი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ. წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ ნატოს გენერალურ მდივანს, სამხედრო კომიტეტსა და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რაც არის განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად - პასუხისმგებლობა, თუმცა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ახალ დონეზეა გადაყვანილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წარადგინა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და DCFTA-ის შესრულების ერთი წლის ანგარიში. სხდომაზე ასევე მიიღეს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა