თალიბები, ავღანეთში, სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 13:08 | 01.03.2019
ნანახია: 712

ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, შეიარაღებული ძალების ბაზას თავს თალიბები დაესხნენ. ამის შესახებ ტელეარხი Tolo News-ი იუწყება.

სამხედრო ბაზის წინააღმდეგ იერიში დილით დაიწყო. თავდასხმაში 27 მებრძოლი მონაწილეობდა, მათ შორის შვიდი თვითმკვლელი ტერორისტი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცხრა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. შეირაღებული ძალების წარმომადგენლები ტერიტორიის გაწმენდას განაგრძობენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე