იან კელი: საქართველო ჩინეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო ჰაბის როლს შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 14:57 | 13.12.2015
ნანახია: 1438

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებით, საქართველოს ევროპასა და ჩინეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია.როგორც მან რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე ჩინეთიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, საქართველო სატრანზიტო ჰაბის როლს შეასრულებს.

"პროექტი ითვალისწინებს კავშირის უზრუნველყოფას ევროპასა და ჩინეთს შორის, ხოლო საქართველოს ამ კავშირის უზრუნველყოფაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია. თანამედროვე ეკონომიკა თავისი ბუნებრით გლობალური ხასიათისაა. ისეთი გადამზიდავი კომპანიები, როგორიც არის "DHL", "ფედექსი" ეძებენ და დაინტერესებული არიან ახალი, სწრაფი სამარშრუტო გზების არსებობაში – ჩინეთსა და დასავლეთს, დასავლეთსა და ჩინეთს შორის. ეს საქართველოს განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო სატრანზიტო ჰაბის როლს შეასრულებს", - განაცხადა იან კელიმ. 

თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ჩინეთიდან საქართველოში, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით შემოსული სატრანზიტო ტვირთი დღეს ფოთში ჩავა, ხოლო ფოთის პორტიდან თურქეთში გაიგზავნება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე