კევინ სპეისის ადვოკატები აცხადებენ, რომ მსახიობის მიმართ ბრალდებები, შესაძლოა ფაბრიკაცია იყოს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 01.03.2019
ნანახია: 771

ჰოლივუდის მსახიობის კევინ სპეისის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მსახიობის მიმართ ბრალდებები, შესაძლოა ფაბრიკაცია იყოს. ამის შესახებ გამოცემა Deadline იუწყება.

აღნიშნულია, რომ სპეისის სახელი, შესაძლოა გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ცნობილი სახის ხარჯზე თანხა გამოიმუშაონ.

სერიალ „ბანქოს სახლის“ ვარსკვლავის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსახიობის სტატუსი იძლევა ფაბრიკაციისთვის არსებით ფინანსურ მოტივს.

კევინ სპეისი ძალადობაში პირველად სერიალ Star Trek-ის მსახიობმა ენტონი რეპმა დაადანაშაულა. ის აცხადებდა, რომ როდესაც 14 წლის იყო, მის შეცდენას კევინ სპეისი ცდილობდა.

როგორც 46 წლის მსახიობმა განაცხადა, 1980-იანი წლების დასაწყისში მსახიობები ერთად თამაშობდნენ ბროდვეის სცენაზე ერთ-ერთ მიუზიკლში. ერთხელ სპეისმა (მაშინ 25 წლის იყო), ის სახლში წვეულებაზე დაპატიჟა.

რეპის თქმით, როდესაც სტუმრები წავიდნენ, სპეისმა ის საწოლზე დააწვინა და თვითონაც მიუწვა.

 „ის ცდილობდა ჩემს შეცდენას... მივხვდი, რომ ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარება უნდოდა“, - თქვა რეპმა.

მისი თქმით, სპეისი უგონოდ მთვრალი იყო და ბიჭმა თავის დაღწევა მოახერხა.

ენტონი რეპის გარდა, კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობაში კიდევ რამდენიმე ადამიანმა დაადანაშაულა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე