მიხაელ შუმახერი ტრავმის შემდეგ უცხო პირებმა პირველად დაინახეს

საქართველო, თბილისი - 12:33 | 01.03.2019
ნანახია: 769

„ფორმულა 1“-ის შვიდგიზს ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ტრავმის შემდეგ უცხო პირებმა კუნძულ მალიორკაზე პირველად დაინახეს.

მალიორკას მცხოვრებლებმა მრბოლელი ვერტმფრენის იმ მგზავრებს შორის ამოიცნეს, რომელიც შუმახერის ვილაში დაეშვა.

აღნიშნულია, რომ „ფორმულა 1“-ის ყოფილი პილოტი უცხო პირებს 2013 წლიდან აღარ დაუნახავთ. 2013 წლის დეკემბერში, მიხაელ შუმახერი საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას დაშავდა. სპორტსმენმა კომაში თითქმის ნახევარი წელი გაატარა. მას შემდეგ, რაც შუმახერს ცნობიერება აღუდგა, ის კლინიკიდან სახლში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად რეაბილიტაციას განაგრძობს. მიხაელ შუმახერი ოჯახთან ერთად ძირითადად ჟენევასა და მალიორკაზე ცხოვრობს. ის თავს უკეთ გრძნობს. გავრცელებული ცნობით, შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის, თუმცა სპეციალურ მოვლას მაინც საჭიროებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე