აშშ-მა ბინ ლადენის შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის 1 მლნ დოლარი დააწესა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 01.03.2019
ნანახია: 585

აშშ-მა ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ დამფუძნებლის უსამა ბინ ლადენის ვაჟის ჰაზმას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოდ 1 მლნ დოლარი დააწესა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა მაიკლ ევანოფმა განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ სანქციები შემოიღო ჰაზმა ბინ ლადენის წინააღმდეგ. ამერიკული მხარის მონაცემებით, ის აშშ-ის მოქალაქეებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმციით, ის „ალ-ქაიდას“ რიგებში 2105 წლის აგვისტოდან ირიცხება და გამოდის  დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებზე თავდასხმებისა და  აშშ-სა და ამერიკელებზე შურისძიების მოწოდებებით.

 მაიკლ ევანოფის თქმით, ჰაზმა, შესაძლოა ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე ან ირანში იმყოფებოდეს.

 „ვფიქრობთ, რომ ის ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის რაიონში იმყოფება, შესაძლოა ირანშიცაა. ვვარაუდობთ, რომ ის ტერორისტების ახალი ლიდერი გახდება.... ის ცენტრალური  აზიის სამხრეთით, შესაძლოა ყველგან იყოს“, - აღნიშნა ევანოფმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე