ქართული პროდუქცია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ოთხ შოურუმში იქნება წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 11:33 | 01.03.2019
ნანახია: 683

28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 17 ქართველი დიზაინერის პროდუქცია საფრანგეთში, ქალაქ პარიზში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ოთხ შოურუმში იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიება, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100 კომპანიასა, 130 ცნობილ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.

სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართველი დიზაინერების ბრენდები იქნება წარმოდგენილი: „BLIKVANGER”, “KANCHAVELI”, “LAKO BUKIA”, “KETI CHKHIKVADZE”, “GEORGE KEBURIA”, “JANASHIA”, “LALO”, “0711 TBILISI”, “ANOUKI”, “Dalood”, “TAMUNA INGOROKVA”, “LIYA”, AKA NANITA”, “MATURELLI”, “LADO BOKUCHAVA”, “TIKO PAKSA”, “ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI”.

შოურუმის ფარგელებში თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა თუ დიზაინერს საშუალება ექნება პროდუქცია ცნობილ შემსყიდველებს (ე.წ ბაიერებს) გააცნონ, დაამყარონ ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან და მოახდინონ წარმოებული პროდუქციის, როგორც პოპულარიზაცია ასევე საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე