რუსი კაპიტანი, რომლის ხომალდიც სამხრეთ კორეაში ხიდს დაეჯახა, შესაძლოა დააპატიმრონ | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 11:29 | 01.03.2019
ნანახია: 663

რუსული ხომალდი Seagrand-ი  და მისი კაპიტანი ზიანის ანაზღაურებამდე შესაძლოა დააპატიმრონ თუ დადასტურდა, რომ ის მთვრალი იყო, როდესაც გემი სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში ხიდს დაეჯახა.

სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, სატვირთო ხომალდი Seagrand-ი პუსანის პორტში ცხვირით ხიდს დაეჯახა.

დაჯახების შედეგად დაზიანდა გემი, ხიდზე კი ხუთმეტრიანი ღრმული გაჩნდა. მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან.

სააგენტო „რენხაპის“ ინფორმაციით, ხომალდის კაპიტანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე