25 დაღუპული და 35 დაჭრილი - ტერაქტი სომალიში

საქართველო, თბილისი - 10:48 | 01.03.2019
ნანახია: 592

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 35 დაიჭრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაღმული ავტომობილი, რომლის საჭესთანაც თვითმკვლელი ტერორსტი იჯდა, სასტუმრო Hilac UK-თან აფეთქდა. აფეთქების შემდეგ ტერორისტები სასტუმროში შეიჭრნენ. ამ ადგილზე განლაგებულია უამრავი მაღაზია და დაწესებულება. აფეთქებამ ახლოს მდებარე შენობები დააზიანა, დაიწვა ათობით ავტომობილი. აფეთქების შემდეგ დაიწყო სროლა.

პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, სროლა ამ დრომდე გრძელდება. მებრძოლები აკონტროლებენ შენობის ნაწილს, სადაც ადამიანები იმყოფებიან. უსფრთოების ძალების წარმომადგენლებმა შენობიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ აიღო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე