ვაკის პარკში ხანძარს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 01.03.2019
ნანახია: 739

ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 101 წლის  მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი სამამულო ომის მუზეუმის მეორე სართულის ერთ ოთახში გაჩნდა, სადაც 1918 წელს დაბადებული მამკაცი ცხოვრობდა. 

მოხუცებული, სავარაუდოდ, კვამლმა გაგუდა. ხანძრის შედეგად სულ 20 კვ. მეტრის ფართობი დაიწვა.

მომხდარზე გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს, რამაც ცეცხლის მოკიდებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე