სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ სრულად განადგურებულია - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 10:09 | 01.03.2019
ნანახია: 612

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ხალიფატი“ სირიაში მთლიანად განადგურებულია.

 „ჩვენ დავიკავეთ „ხალიფატის“ 100% . იგულისხმება რაიონი, ტერიტორია. ჩვენ ეს იმაზე სწრაფად გავაკეთეთ, ვიდრე ვვარაუდობდით“, - განაცხადა ტრამპმა ალასკაზე სამხედრო მოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ალასკაზე ტრამპი ვიეტნამიდან გამოფრენის შემდეგ შეჩერდა. სადაც კიმ ჩენ ინთან შეხვედრა გამართა.

ანალოგიური განცხადებით, ტრამპი 22 თებერვალსაც გამოვიდა. თუმცა საერთაშორისო კოალიციის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა ანგარიში 10-23 თებერვლის საბრძოლო ოპერაციების შესახებ. ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ 180 დარტყმა განხორციელდა, ერაყში კი, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ შარშან დასრულდა - 25 დარტყმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სირიიდან სამხედრო მოსამსხურეების გაყვანას აპირებს. თუმცა იქ მცირე კონტიგენტი მაინც დარჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე