ესე აბუჩად, წკიპურტს ურტყამს ეს კარასინი აბაშიძეს და სულ ესეთ უხერხულ მდგომარეობებში აყენებს - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 16:16 | 28.02.2019
ნანახია: 803

დღიდან აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მავნებლობა - განაცხადა  ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი უგულავამ პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრასთან დაკავშირებით.  

მისი თქმით, იქ რაზე საუბრობენ არ იცის არა თუ საზოგადოებამ, არ იცის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„დღიდან აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მავნებლობა. „ქართული ოცნება“ ცდილობდა ეს ჭუკჭუკად შეეფასებინა-რა მოხდა ახლა, არაფორმალური ხასიათი აქვს და ამბებს ვიგებთ... სინამდვილეში ეს არის მავნებლობა. იმიტომ, რომ ვართ ერთი-ერთზე რუსეთთან. რაზე საუბრობენ არ ვიცით არა თუ ჩვენ და საზოგადოებამ, არ იცის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი. უკვე მესამე, მეოთხე შეხვედრაა, ესე აბუჩად, წკიპურტს ურტყავს ეს კარასინი აბაშიძეს და სულ ესეთ უხერხულ მდგომარეობებში აყენებს და მეოთხე  ფაქტია, რომ არაფორმალურად ივანიშვილი ამ არხის საშუალებით რაღაცას ვაჭრობს და სანამ ბოლოში კრასნოდარში არ აღმოვჩნდებით, ვერ აღმოვაჩენთ, რომ იქ რაღაცეები მიდის. ეს ფორმატი არის გაუმჭირვალე, დახურული და უკვე საფრთხეების შემცველი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“,-განაცხადა გიგი უგულავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე