ელისაბედ მეორის შვილიშვილი პრინცესა ბეატრისი ახალ ბოიფრენდთან ერთად გამოჩნდა

საქართველო, თბილისი - 15:46 | 28.02.2019
ნანახია: 1552

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის შვილიშვილი, პრინცესა ბეატრისი 24 წლის მილიონერ ედოარდო მაპელი მოცისთან ერთად გამოჩნდა . იუწყება Daily Mail-ი.

წყვილს ფოტო იმ დროს გადაუღეს, როდესაც ისინი ლონდონში Chiltern Firehouse-ის რესტორნიდან გამოდიოდნენ.

29 წლის ბეატრისი მოცისთან ერთად საჯაროდ 2018 წლის დეკემბრიდან გამოჩნდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ელისაბედ მეორის შვილიშვილის ახალმა შეყვარებულმა პრინცესას გამო ოჯახი მიატოვა.

მილიონერი ედოარდო მოცი დარა ხუანზე იყო დანიშნული, რომელთანაც მას ერთი ვაჟი ჰყავს.

დარა ხუანი ცნობილი არქიტექტორია. წყაროს ინფორმაციით, ედოარდო და დარა სამი წლის წინ დაინიშნენ. ბეტრისმა და ედოარდომ ერთამანეთი ბეატრისის დის პრინცესა ევგენიას საქორწინო ცერემონიაზე გაიცნეს.

The Sun-ის ინფორმაციით, პრინცესა ბეატრისმა თავისი ახალი ბოიფრენდი მშობლებს პრინც ენდრიუსა და სარა ფერგიუსონს უკვე გააცნო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე