კობახიძის იმპიჩმენტის პროცესს თუ დავიწყებ, ბოლომდე მივიყვან - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 13:21 | 28.02.2019
ნანახია: 903

თუ დავიწყებ ბოლომდეც მივიყვან, იმიტომ რომ, რასაც ვიწყებ ის ბოლომდე მიმყავს, - აცხადებს ეკა ბესელია მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ. მდინარაძე ბესელიას სიტყვებს არასერიოზულს უწოდებს.

ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს, რომ არ გამოიწვიონ ის. მისივე თქმით, მას ჯერ იმპიჩმენტის პროცესი არ დაუწყია, თუმცა თუ ამას გადაწყვეტს, საქმეს ბოლომდეც მიიყვანს.

„ვისაც არასერიოზულად მიაჩნია, ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩინოს, რომ ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ჰგონიათ. მაგრამ მე ეს პროცესი ჯერ არ დამიწყია. მე ვთქვი, როდესაც მკითხეს გამოვრიცხავ თუ არა და ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავ. მაგრამ არ დამიწყია. თუ დავიწყებ ბოლომდეც მივიყვან, იმიტომ რომ, რასაც ვიწყებ ის ბოლომდე მიმყავს. ამიტომ ნუ წამაქეზებენ. მე ვიცი როდის რა ნაბიჯი გადავდგა. წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე კენჭისყრა კიდევ, რომელიც ეხება კანონპროექტებს, როგორ მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე