გიორგი კვირიკაშვილი: თითოეული კონტეინერი, რომელიც გაივლის საქართველოში ახალი სამუშაო ადგილის მომტანი იქნება

საქართველო, თბილისი - 14:02 | 13.12.2015
ნანახია: 1376

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ჩინეთიდან საქართველოში სატრანზიტო მატარებლის ამოქმედება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც უკავშირდება. როგორც მან რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე ჩინეთიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, თითოეული კონტეინერი, ახალიუ სამუშაო ადგილის მომტანი იქნება.

,,დღეს იყო საუბარი ჩინეთიდან თურქეთამდე ტვირთის ჩატანაზე, თუმცა აქ იქნება, რა თქმა უნდა, ევროპასთან პირდაპირი მიმოსვლაც შავი ზღვის მეშვეობით და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარშრუტები მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ბიზნესებს საქართველოში. დათვლილია პირდაპირ თუ რამდენად მნიშვნელოვანია.. თითოეული კონტეინერი, რომელიც გაივლის საქართველოში ახალი სამუშაო ადგილის მომტანი იქნება'', - განაცხადა მინისტრმა.

თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ჩინეთიდან საქართველოში, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით შემოსული სატრანზიტო ტვირთი დღეს ფოთში ჩავა, ხოლო ფოთის პორტიდან თურქეთში გაიგზავნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე