დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 28.02.2019
ნანახია: 618

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჰანოის სამიტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა დიალოგი მაინც გაგრძელდება. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 „ამ ჯერზე ვერცერთი შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ ორი ქვეყნის ლიდერების გუნდები მომავალში შეხვედრებს გეგმავენ“, - მითითებულია განცხადებაში.

 „პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამართეს ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვდერები ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში 27-28 თებერვალს. ორმა ლიდერმა განიხილა დენუკლეარიზაციის სხვადასხვა გზა, ასევე ეკონომიკური განვითარების კონცეფციები“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჰანოის სასტუმრო Sofitel Legend Metropole, სადაც სამიტი იმართებოდა, დაგეგმილზე ადრე დატოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე