ამერიკელების უმეტესობა რუსეთს მთავარ მტრად მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 10:37 | 28.02.2019
ნანახია: 770

ამერიკელების უმეტეოსბა რუსეთს შეერთებული შტატებისთვის მთავარ მტრად მიიჩნევს. გამოკითხვა Gallup-მა ჩაატარა.

კვლევის თანახმად, რუსეთს მთავარ საფრთხედ გამოკითხულთა 32 პროცენტი მიიჩნევს, ჩინეთს - 21 პროცენტი, ჩრდილოეთ კორეას კი 14 პროცენტი. ამასთან, 2018 წელს რუსეთი მთავარ მტრად ამერიკელების 19-მა პროცენტმა დაასახელა, ჩრდილოეთ კორეას კი ხმა 51-მა პროცენტმა მისცა.

ამერიკელების 52 % მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღება შეერთებული შტატების ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, რუსეთის მიმართ ამერიკელების ნეგატიურმა განწყობამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.

კველვა 1-10 თებერვალს ჩატარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე