რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება ნატო-სთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა - გრიგორი კარასინი

საქართველო, თბილისი - 10:01 | 28.02.2019
ნანახია: 620

27 თებერვალს, პრაღაში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

გრიგორი კარასინის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება ნატო-სთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები. მისი თქმით, ეს რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას ხელს უშლის.  კარასინმა ასევე ყურადღება მიაქცია იმას, რომ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მტრული საჯარო გამოსვლები ნეგატიურად აისახება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე.

მომდევნო შეხვედრა 2019 წლის ზაფხულში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე