ნაძალადევში გაზის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:52 | 28.02.2019
ნანახია: 759

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გაზით 2 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა კნოლევის ქუჩაზე მოხდა. ბინა, რომელშიც ცხედრები იპოვეს, ნაქირავები იყო. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა მამაკაცი და ქალბატონი. 

როგორც "ყაზტრანსგაზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად ჩახსნილია გაზის მოწყობილობები. უწყება განმარტავს, რომ ისინი წესების დარღვევით იყო დამონტაჟებული. 

"ჩვენს მიერ ბინაში შემოწმდა გაზგაყვანილობა სამზარეულოში გაზის გაჟონვა არ აღინიშნა. სამზარეულოში დამონტაჟებული იყო სამ სანთურიანი გაზქურა ასევე შესასვლელში დამონტაჟებული იყო ნიკალას ტიპის გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით. ჩვენს მიერ აღნიშნულ ბინას შეუწყდა გაზის მიწოდება, ქვემრიცხველიდან რეზინის მილის ჩახსნის მეშვეობით და 15მმ-იანი ბურთულიანი ონკანის გადაკეტვით. ასევე აღნიშნულ მისამართზე ნიკალას ტიპის გამათბობელი ჩაიხსნა გაზის რეზინის მილიდან. აღნიშნულ მისამართზე მთავარ მრიცხველზე დაერთებულია ქვემრიცხველები, ასევე ეზოში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია სამი ცალი ღიაწვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. ჩვენს მიერ გადაიკეტა და დაილუქა ცენტრალურ მრიცხველი",- აღნიშნულია განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე