ეგვიპტეში მატარებელში გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 27.02.2019
ნანახია: 730

20 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში რამსისის სადგურზე მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ ეგვიპტის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, მატარებელი ერთ-ერთ პლატფორმაზე დაბრკოლებას შეეჯახა, რის შედეგადაც ლოკომოტივში აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ძირითადად პლატფორმაზე მყოფი ადამიანები არიან.

ეგვიპტური მედია 24 დაღუპულისა და 50 დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. შენობა ევაკუირებულია, მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე