ნეპალში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც კულტურის მინისტრი იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 27.02.2019
ნანახია: 919

ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ნეპალის კულტურის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრი რაბინდრა ადიკარი იმყოფებოდა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. ინციდენტი ტაპლეჯუნგის რაიონში მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიის ცნობით, კომპანია Air Dynasty-ის ვერტმფრენის ბორტზე სულ 5-6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის პილოტი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. გავრცელებული ცნობით, ადგილობრივებმა ძლიერი ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შემთხვევის ადგლისკენ მიემართებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე