ქართველი მომხმარებლის პროტესტის შემდეგ ამერიკულმა კომპანია Glu Mobile-მა ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო

საქართველო, თბილისი - 13:10 | 27.02.2019
ნანახია: 978

უმსხვილესმა თამაშების მწარმოებელმა კომპანიამ Glu Mobile-მ, რომელიც  2001 წელს დაარსდა და განთავსებულია სან-ფრანცისკოში მომხარებელს ახალი თამაში “quiz up” შესთავაზა. ერთ-ერთი თამაში მომხარებელს სხვადასხვა ქვეყნების დროშების გამოცნობას სთავაზობს. ქართველმა მომხარებელმა შეკითხვაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა ამოიცნო და თამაშის ადამისტრაციას საპროტესტო წერილი გაუგზავნა, რომლითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიების შეწყვეტა და ბაზიდან დროშის ამოღება მოსთხოვა. 

„მადლობა, რომ მოგვმართეთ. Glu Mobile ბოდიშს გიხდით, არასასიამოვნო შემთხვევისთვის. თქვენი შეტყობინება დაუყოვნებლივ გადაიგზავნა ტექნიკურ და იურიდიულ დეპარტამენტებში, რომლებიც ხარვეზების გამოსწორებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მსგავს საკითხებთან მიმართებით, Glu Mobile-ი  პრინციპული და სერიოზულად განწყობილია. პროგრამის განახლებები ეტაპობრივია. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს“, - ნათქვამია Glu Mobile-ის საპასუხო წერილში.

წყარო: ghn.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე