პაკისტანის არმიამ ჩამოგდებული თვითმფრინავების ორი ინდოელი პილოტი დაატყვევა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 27.02.2019
ნანახია: 755

პაკისტანის არმიამ ორი ინდოელი სამხედრო პილოტი დაატყვევა, რომელთა თვითმფრინავებიც ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვვეისთვის პაკისტანელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. ამის შესახებ პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურის უფროსმა ასიფ გაფურმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ პილოტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ღამით ინდოეთის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ისლამიტურ დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამედის“ საწვრთნელ ბანაკზე ქაშმირის პაკისტანის ნაწილში.

ავიაიერიშის შედეგად მებრძოლთა უმეტესობა, ასევე მათი კუთვნილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ტრანსპორტი სრულად განადგურდა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიჯაი გოკჰალეს თქმით, ავიადარტყმები აუცილებელი იყო, რადაგნ დაჯგუფება ამზადებდა თვითმკვლელთა თავდასხმებს ინდოეთის სხვადასხვა რაიონში.

ამის გარდა, ნიუ-დელი აცხადებს, რომ პაკისტანს დღემდე არ გადაუდგამს პრაქტიკული ნაბიჯები თავის ტერიტორიაზე ტერორისტების ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.

დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამედმა“ პასუხიმგებლობა აიღო 14 თებერვალს ინდოეთის სამხედრო პოლიციის კოლონაზე მომხდარ თავადასხმაზე, რომელსაც 45 სამხედრო ემსხვერპლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე