თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 27.02.2019
ნანახია: 720

საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესების  მიზნით, პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის  ჯგუფის  სამუშაო სხდომაზე,   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა  თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით  აუდიტის ანგარიში წარადგინეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით  გამართულ  შეხვედრას სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან  გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს დეპუტატების შეკითხვებს ანგარიშში  ასახულ მიგნებებთან დაკავშირებით, ასევე გააცნეს  ინფორმაცია სხვადასხვა უწყების  მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე