„გიყვარს? არა, ვტ...ვ“ (ხალხური) - ეროვნული სექსის აღვირახსნილი კდემამოსილება
საქართველო, თბილისი - 13:50 | 13.12.2015 ნანახია: 3190გადაცემის „მძიმე კაცთან“ წამყვანი დავით კოვზირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ეროვნული სექსის" კულტურაზე წერს:
“ეროვნული სექსის აღვირახსნილი კდემამოსილება. „გიყვარს? არა, ვტ..ვ“ - ხალხური
ჩემს ახალგაზრდობაში, რომელიც, სამწუხაროდ, ოთხმოცდაათიან წლებს დაემთხვა, სექსის ამბავი ვერ იყო მოგვარებული. მაშინ ამ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სულ რამდენიმენაირი გზა არსებობდა: მასტურბაცია - ყველაზე მარტივი და უდანახარჯო, მეძავები - სულ რამდენიმე იყო ქალაქში, შესახედავად - ისე რა, მოტივაციით - ისე რა და პროფესიონალიზმშიც - ისე რა, „რუსები“ - რაშიც იგულისხმებოდა ყველაფერი, რასაც ქერა თმა ჰქონდა და მოძრაობდა და შეყვარებულები - აქ სექსზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი მანამ, სანამ ჯერ არ გაიგებდი ყველა საერთო ნაცნობის ვინაობას და მერე მის ოჯახში ვეფხისტყაოსანს და ჭადრაკს არ შეიტანდი. ეს ტრადიცია მანამდეც არსებობდა კარგა ხანს და ამიტომ მთელი თაობები დაოჯახდნენ ისე, რომ სექსი არ ჰქონიათ.წარმოიდგინეთ? ჰო, ძნელი წარმოსადგენია და ზუსტად ამის შედეგია - „გიყვარს? არა, ვტ...ვ“. ანუ ზუსტად მაშინ დაკანონდა, რომ თუ სექსი გაქვს, არ გიყვარს და თუ გიყვარს, სექსი არ გაქვს. ისე, ფროიდს რომ ეს გაეგო, არცკი ვიცი, რას იტყოდა. ან იტყოდა თუ არა რამეს საერთოდ.
სწორედ მაშინ შეიქმნა ყველაზე სასაცილო ინსტიტუტი მსოფლიოს ისტორიაში - ქალიშვილობის. ეს ინსტიტუტი გარედან კი სასაცილოა, მაგრამ თუ შიგნით შევიხედავთ და დავფიქრდებით, რამდენჯერ მომხდარა ყველაფერი არასწორად ამის გამო, მაშინ ცოტა დასერიოზულება მოგვიწევს. მაგალითებს ნუ ჩამომათვლევინებთ, ყველამ ვიცით ისტორიები ამ ციკლიდან.საქართველო მხოლოდ ზემოხსენებული ეროტიკული კატაკლიზმების გამო არაა უნიკალური ქვეყანა, რადგან ჩვენ ძალიან უცნაური რაღაც გვაქვს კიდევ გაკეთებული - ჯერ დავლეწეთ და მერე გავაქრეთ პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სექს შოპი, შემდეგ კი ჟურნალი ფლეიბოი დავხურეთ ამაყად. საქართველო მგონი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიტყვა სექსუალური არა კომპლიმენტს, არამედ დედის გინებას ნიშნავს.სხვაგან ალბათ არსად სთავაზობენ მეძავები კლიენტებს „უკომპლექსო“ სექსს. იმისთვის, რომ გავიგოთ, რას ნიშნავს სექსის ეს სახეობა, ლოგიკური იქნება, ჯერ გავარკვიოთ რა არის „კომპლექსიანი“ სექსი, თუმცა ამ ამოცანის ამოხსნა შეუძლებელია. მხოლოდ ჩვენთან ითვლება ორალური სექსი და კუნილინგუსი უმძიმეს ცოდვად, თუმცა როგორც ჩემ ერთ ნაცნობს უთხრა მრავლისმნახველმა მეძავმა, არავინ ისე გააფთრებით და მედგრად არ ითხოვს მისგან ველურ კუნილინგუსს, როგორც ჭეშმარიტი ქართველი ვაჟკაცები.ვერც ისეთ ქვეყანას ვიპოვით სავარაუდოდ, სადაც მარტო მყოფ ქალს, რომელსაც ვისთანაც და როცა გაუხარდება, მაშინ აქვს სექსი, ქვია ჩათლახი და კაცს - კაცური კაცი.
გინახავთ როგორ ყიდულობენ თბილისის აფთიაქებში პრეზერვატივს? რამხელა განცდები, რამხელა ფერთა პალიტრა სახეზე, რამხელა ფანტაზია სიტყვა პრეზერვატივის ჩანაცვლებისას.და ის, ფილმი ჭამა და სექსი რომ გამოვიდა და სალაროებში ასე რომ კითხულობდნენ - ჭამა და იმაზე ბილეთები გაქვთ?და ის, საქართველოში რომ „გეიები“ არ არსებობენ?და ის, სადმე ოდნავ თხლად ჩაცმული ლამაზი გოგოს ფოტოს რომ ნახავენ ინტერნეტში და ნათესავს რომ არ უტოვებენ უგინებელს ზეაგრესიული, ზემორწმუნე, ზევაჟკაცი და ზეონანისტი ყმაწვილები? და ის, ცოლ-ქმარს ფაქტობრივად აღვირი რომ უკეთიათ ლოგინში და საკმარისია რომელიმეს ეს აღვირი ოდნავ აეხსნას, ანუ პატარა იმპროვიზაციას მიმართოს, საპასუხო იმპროვიზაციას კი არა, სილას რომ იღებს უწმინდურ ლოყაში? და თითქმის ყველა იმ თაობის ქართველის მამა რომ ალა პუგაჩოვასთანაა ნაგულავები?ისე, საცოდაობა არაა, ზემოხსენებული ფროიდი ამ ეპოქის საქართველოში რომ არ ცხოვრობდა? რამხელა მასალა ნიავდება ტყუილად. თუმცა ის რომ აქ დაბადებულიყო, რაღაც მომენტში მაინც მოუწევდა ბავშვობაში ოცდაათი შეზარხოშებული ტიპისთვის პასპორტის ჩვენება, თან სკამზე დამდგარს, ან ერთხელ მაინც იტყოდა ანდაზად ქცეულ სიტყვებს - მაგ გოგოს არავინ გაეკაროს ჩემი დედას შევეცი, განაბის ცოლისდაა”, - წერს დავით კოვზირიძე.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა