თელავში მხუთავი აირით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ

საქართველო, თბილისი - 11:52 | 27.02.2019
ნანახია: 724

თელავში, სავარაუდოდ, მხუთავი აირით ორი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში ბებია და 17 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც მათ თავი შეუძლოდ იგრძნეს, 112-ს დაუკავშირდნენ. მაშველებმა და სამართალდამცველებმა ბინაში შეღწევა სპეციალური ტექნიკით შეძლეს.

სახლში მყოფი ორივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი სახელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე