თბილავიამშენის თანამშრომლები გაიფიცნენ

საქართველო, თბილისი - 11:00 | 27.02.2019
ნანახია: 609

ამ წუთებში გაიფიცვა მიმდინარეობს „თბილავიამშენში".  დილის 09:00 საათიდან 120 მდე თანამშრომელმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა და პროტესტის ამ ფორმას მიმართა. დასაქმებულები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ საწარმოს ადმინისტრაციასთან მედიაციის 21 დღიანი პროცესი შეთანხმების გარეშე დასრულდა, ამიტომ დასაქმებულებმა პროტესტის მძიმე ფორმას - გაფიცვას მიმართეს.

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები მოითხოვენ შრომის ანაზღაურების გაზრდას, საპრემიო სისტემის ამოქმედებას, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე