პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 10:57 | 27.02.2019
ნანახია: 666

პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ქაშმირის რეგიონში ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათივე განცხადებით, თვითმფრინავებმა ქაშმირის რეგიონში სადაო საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

ერთი თვითმფრინავი აზად ქაშმირის ტერიტორიაზე ჩავარდა, მეორე კი კონტროლის ხაზის სიახლოვეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე