არაბი ქალი ქმარს ბურგერის გამო შორდება

საქართველო, თბილისი - 16:44 | 25.02.2019
ნანახია: 1575

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ქალმა ქმართან განქორწინება იმის გამო გადაწყვიტა, რომ მამაკაცს მისთვის ბურგერის მიტანა დაავიწყდა. ამის შესახებ გამოცემა Khaleej Times-ი წერს.

20 წლის გოგონა ქმარს სახლში ელოდებოდა. ის კი ამ დროს უდაბნოში მეგობრებთან ერთად ერთობოდა.

ვიდრე ქმარი სახლიდან გავიდოდა, ცოლმა მას სწრაფი კვების რესტორნიდან ბურგერის მიტანა სთხოვა. თუმცა მამაკაცს ძლიერ დააგვიანდა და სახლში ბურგერის გარეშე მხოლოდ ღამის სამ საათზე დაბრუნდა. ამის გამო ქალი სახლიდან წავიდა და სასამართლოში განქორწინებაზე განცხადება  შეიტანა. ადვოკატის თქმით, წყვილის განქორწინების საქმეს სასამართლო განიხილავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე