მეგან მარკლს ქმრისთვის ხელის ჩაკიდება აუკრძალეს

საქართველო, თბილისი - 16:18 | 25.02.2019
ნანახია: 1254

სასექსის ჰერცოგინიას მეგან მარკლს თავის ქმრისთვის, პრინც ჰარისთვის ხელის ჩაკიდება აუკრძალეს. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

მეგანის მრჩევლების მტკიცებით, ემოციების მსგავსი გამოხატვა ხალხს აღიზიანებს და შესაძლოა მან წყვილის რეპუტაცია დააზიანოს. ამიტომ სამეფო ოჯახის არცერთი წევრი, მათ შორს დედოფალი, პრინც უილიამი და ქეით მიდლტონი საჯაროდ ასე არასდროს იქცევა.

ამავე მიზეზით, მეგანს ურჩიეს არ გამოიყენოს ხალხში გამოსვლის დროს მდიდრული ნივთები. „მოკრძალებულობა შესაძლოა გადაიზარდოს ჩუმ ძალაუფლებაში, ეს კი ძლიერი ინსტრუმენტია ხალხის გულის მოსაგებად, თავმდაბლობის ძველმოდური ბრიტანული ღირებულება მეგანის ყველაზე ძლიერი მხარე არ არის, ამიტომ მისი ფინანსური შესაძლებლობის გამომზეურება ყველას პირზე აკერია“, - აღნიშნა ოჯახის ადვოკატმა შილა მაკინტოშ-სტიუარტმა.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო პროტოკოლის ყველაზე უხეშ დამრღვევებად არიან მიჩნეულნი. 17 იანვარს ჰერცოგინია სამეფო დრეს-კოდის მორიგ დარღვევაში დაადანაშაულეს. ის Cirque du Soleil-ის ახალი პროგრამის პრემიერაზე ფრანგული ბრენდის Roland Mouret-ის  მუქი ლურჯი, მბრწყინავი კაბით მივიდა, რომლის ფასიც 5,5 ათას დოლარზე მეტს შეადგენდა, ფეხზე კი Stuart Weitzman-ის  შავი ღია ფეხსაცმელი ეცვა, საიდანაც ბორდოსფრად შეღებილი ფრჩხილები მოუჩანდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე