ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას შექმნის

საქართველო, თბილისი - 15:57 | 25.02.2019
ნანახია: 646

ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას შექმნის - ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა გააკეთა. მისი თქმით, პოტენციურ მოკავშირეებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებს.

„მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის "სოციალ-დემოკრატებთანაც", თემატურად. მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს“, - ამბობს ეკა ბესელია.

ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრია საჭირო. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე