დეპუტატების მხრიდან უმრავლესობის დატოვების პროცესმა მიიღო სასაცილო ფორმა - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 15:19 | 25.02.2019
ნანახია: 620

„ისინი მიდიან კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის,“ - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე „ოცნებიდან“ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების წასვლას.

გოცირიძის შეფასებით, „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ივანიშვილს არ გამოეყოფიან და კვლავ მისი ინტერესების გამტარებლები იქნებიან.

„დეპუტატების მხრიდან უმრავლესობის დატოვების პროცესმა მიიღო სასაცილო ფორმა. ყველა ტოვებს ცალცალკე და განცხადებებსაც არა ერთად, არამედ ცალკე აკეთებენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებას ერთად ვერ გააგრძელებენ. საბოლოო ჯამში, მათი პოზიცია არის ის, რომ ისინი მიდიან ირაკლი კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის. საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალა არითმეტიკულად, მაგრამ არ დაშლილა ივანიშვილისთვის. ეს ხალხი მიდის გუნდის ერთი ნაწილის ოპოზიციაში, მაგრამ ისინი რჩებიან ივანიშვილის ერთგულად. ანუ ივანიშვილი კვლავ აკონტროლებს პარლამენტს და ნებისმიერ დროს ეს ხალხი ჩადგება მის ერთგულ სამსახურში“, - განაცხადა გოცირიძემ.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე