საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას მირიან წიკლაურიც გეგმავს

საქართველო, თბილისი - 15:17 | 25.02.2019
ნანახია: 646

საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, მირიან წიკლაურმა დატოვოს. მიზეზად დეპუტატი არსებულ ვითარებას ასახელებს და ამბობს, რომ უმრავლესობის რიგებს დატოვებს, თუ სოციალურ- ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება არ მოხდება.   

„ზოგიერთი ტოვებს ამ გუნდის რიგებს, ზოგიერთი  რჩება ამ გუნდში. არის თითქოს დარჩენილებს შორისაც რაღაც  გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. მეც დავფიქრდები ცხადია. ჯერ ჯერობით მე ვხედავ რესურსს, თუმცა ვნახოთ, შევხედავთ რამდენად ემთხვევა ჩემი აზრები დანარჩენი  გუნდის წევრების აზრებს. რამდენად არის შესაძლებელი ჩვენი ერთად მუშაობის გაგრძელდება და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება თუმცა კონსულტაციები გრძელდება“,-განაცხადა მირიან წიკლაურმა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე