დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლა აბრეშუმის გზის რეალიზაციის პრაქტიკული დადასტურებაა
საქართველო, თბილისი - 13:13 | 13.12.2015 ნანახია: 1499„დღევანდელი დღე არის აბრეშუმის გზის რეალიზაციისა და გამოყენებისპრაქტიკული დადასტურება“- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საქართველოს, ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის მთავრობებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მოგეხსენებათ, რომ ეს ტვირთი კორეიდან წამოვიდა, გაიარა მთლიანად ჩინეთი, შემდეგ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ახლა არის თბილისში და ჩავა თურქეთში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ტვირთის მფლობელები არიან ძალიან მსხვილი კომპანიები, ისეთები, როგორიც არის „ვესტელი,“ ასევე „სამსუნგი“ და რეალურად, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კორიდორს აქვს უდიდესი პოტენციალი. ჩვენ დავიწყეთ ამ პოტენციალის გამოყენება, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენს ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარება და წინსვლა“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
21 კონტეინერში ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი სატრანზიტო მატარებელი 29 ნოემბერს ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოვიდა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი, რომელიც ჩინეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სტამბოლში 14-15 დღეში ჩავა. როგორც საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის შესანიშნავი შედეგი იმ პირობებში, როცა იგივე დანიშნულების მისაღწევად საზღვაო ხაზის გემს 40-45 დღე ესაჭიროება.
პირველი მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რამდენჯერმე აღინიშნა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონისთვის, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ამ პროექტის განხორციელებისთვის და ის მნიშვნელოვანი ვიზიტები, რომელიც ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, რის დამადასტურებელ მემორანდუმსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გასულ კვირას პეკინში ვიზიტისას მოაწერა ხელი.
„ჩინეთში ჩემი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. მათ შორის ერთ-ერთი არის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს მოლაპარაკების დაწყებას თავისუფალ ვაჭრობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, რეგიონში ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩინეთი ოფიციალურად გახსნის ამ ამ მოლაპარაკებებს.მისასალმებელია, რომ ჩინეთი თავად არის ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები. იანვარშითბილისში გაიმართება ამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლის მანძილზე მოლაპარაკებებს დავხურავთ. აქვე მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ტურიზმის ნაწილში - ჩვენ შევთანხდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას ორ ქვეყანაას შორის. ასევე ეკონომიკურ კომისიაზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიც არის ინვესტიციები, კორიდორის პოტენციალი, ტრანზიტი და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ანაკლიის პორტი, სადაც ჩინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიესალმება და ინტერესი აქვს ამ პროექტის მიმართ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჩინეთიდან საქართველოშიწლის ბოლომდე კიდევ ერთი ტრანზიტული მატარებელი შემოვა, ხოლო 2016 წლიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღნიშნული დერეფნის გამოყენებით,რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა განხორციელდება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა