სამხრეთ კორეამ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა

საქართველო, თბილისი - 14:23 | 25.02.2019
ნანახია: 673

სამხრეთ კორეამ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა და მოუწოდა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დააჩქაროს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის დე-ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ, ევროპის ქვეყნების უმეტესობამ და სხვა სახელმწიფოებმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდო აღიარა ევროპარლამენტმაც. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი. გუაიდოს ლეგიტიმურობას ასევე არ აღიარებს იტალია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე