გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს

საქართველო, თბილისი - 13:52 | 25.02.2019
ნანახია: 716

 "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. აღნიშნული განცხადება ჟორჟოლიანმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილების შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცის. ჟორჟოლიანის განცხადებით, ის ივანიშვილს დღეს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა კი მმართველ გუნდში არსებული პრობლემები იყო. 

გია ჟორჟოლიანი მეხუთეა ვინც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მმართველი გუნდი უკვე დატოვეს -  ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე