საია - საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ, ბევრი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია
საქართველო, თბილისი - 12:14 | 13.12.2015 ნანახია: 17762014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროს აფეთქების შესახებ საია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ერთი წლის წინ, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია “RMG-Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროზე უკანონო აფეთქება განახორციელა. აფეთქების შედეგად არქეოლოგიური ობიექტის შეუქცევადი განადგურება დაიწყო. გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ გასული წლის დეკემებრის თვეში მომხდარ ფაქტს და აღვნიშნოთ შემდეგი.
- 2014 წლის 13 დეკემბერს, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს უკანონო აფეთქების ფაქტს, ერთი დღით ადრე, წინ უძღოდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, ერთი არასრული სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელებული 17 მოქმედება და 4 გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევებით მიიღეს.მიუხედავად დარღვევების მაშტაბისა, არც სამინისტროში და არც სააგენტოში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა;
- დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი კითხვა, თუ როგორ შეძლეს უაღრესად სწრაფად ერთი არასრული სამუშაო დღის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საყდრისი-ყაჩაღიანისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა და კომპანიისთვის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლების მინიჭება. 2014 წლის 12 დეკემბერს განვითარებული მოვლენები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გადაწყვეტილებები ბევრად ადრე იყო მიღებული და 2014 წლის 12 დეკემბერს, მხოლოდ ფორმალურად მოხდა მათი გაფორმება. ამასთან, დაჩქარებული ტემპი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაფიქსირებული დარღვევები აჩენს მასში არასათანადო ჩარევების, მათ შორის შესაძლო კორუფციული გარიგებების ეჭვს.
- იუხედავად ოფიციალური მიმართვისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს აფეთქების ფაქტზე ამ დრომდე არ ახორციელებს ეფექტურ საგამოძიებო მოქმედებებს, რაცგამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებასა და ხელიუსფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებს;
- აქვე უარყოფითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ 2015 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საყდრისის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე თვით ადრე იმავე ორგანომ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს.
- 2015 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულმა დაუსაბუთებელმა განჩინებამ, რომლის საფუძველზეც არ იქნა შეჩერებული საყდრისი-ყაჩაღიანისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანიისთვის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლების მიცემის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არქეოლოგიური ობიექტის საბოლოო განადგურებას. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ 2015 წლის 4 თებერვალს მიღებული განჩინება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
საიას კვლავაც მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დადგეს იმ ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეების (მათ შორის პირველ რიგში მაღალი თანამდებობის პირების) პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უშუალოდ მონაწილებდნენ საყდრისი-ყაჩაღიანის განადგურების საქმეში. ასევე, საქართველოს პროკურატურამ უნდა ჩაატაროს დროული და ეფექტური გამოძიება და გამოავლინოს ყველა ის პირი, რომლებიც 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის უკანონო აფეთქებასთან არიან დაკავშირებული.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა