საქართველოს პრეზიდენტი 27 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 25.02.2019
ნანახია: 682

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 27 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან, სადაც განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი ვიზიტი რეგიონში, მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე