ბრიტანეთის მთავრობა Brexit-ის ორი თვით გადადებას გეგმავს - მედია

საქართველო, თბილისი - 11:44 | 25.02.2019
ნანახია: 658

დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს ევროკავშირიდან გასვლის გადავადებას, რომელიც 29 მარტს იყო დაგეგმილი. ამის შესახებ გაზეთი Telegraph-ი წერს.

მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებდა, რომ Brexit-ის შეთანხმების კენჭისყრა პარლამენტში 12 მარტს გაიმართებოდა. გამოცემის ცნობით, თუ კანონმდებლები კაბინეტის მიერ შეთავაზებულ პირობებს კვლავ არ მიიღებენ, დაუნინგ-სტრიტი ბრიუსელს Brexit-ის გადავადების თხოვნით ოფიციალურად მიმართავს.

ბრიტანელი მინისტრების აზრით, ევროკავშირიდან გასვლა, შესაძლოა, ორი თვით გადაიდოს. რათა ევროპარლამენტის არჩევნებში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა თავიდან იქნას აცილებული. გამოცემა წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მხარს უჭერს Brexit-ის გადავადებას, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს პერიოდი ორ წელიწადს უნდა გაგრძელდეს და არა ორ თვეს.

Brexit-ის შეთანხმება ბრიტანელმა პარლამენტარებმა იანვარში ჩააგდეს.

დეპუტატები მოითხოვენ ტექსტში ცვლილებების შეტანას, რომელიც ეხება ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვრის შესახებ შთანხმებას. ევროკავშირი შეთანხმებაში ცვილელების შეტანაზე უარს ამბობს. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე