ბანგლადეშში სათამაშო იარაღით შეიარაღებული მგზავრი, თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 25.02.2019
ნანახია: 693

ბანგლადეშის ავიაკომპანია Biman Bangladesh-ის Boeing 737-ის მგზავრი, რომელმაც თვითმფრინავის გატაცება სცადა, სათამაშო იარაღით იყო შეიარაღებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

ლაინერი, რომლის ბორტზეც 143 მგზავრი იმყოფებოდა, დაკა-დუბაის რეისს ასრულებდა. თუმცა დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მან ჩიტაგონგის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით 20 წლის მამაკაცი ცდილობდა ეკიპაჟის კაბინაში შეჭრას, იმუქრებოდა იარაღით და მოითხოვდა ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრთან შეიხ ხასინთან მოლაპარაკებას. მოგვიანებით ბორტგმაცილებლებმა განაცხადეს, რომ ის თავიდანვე საეჭვოდ იქცეოდა. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

არშემდგარი გატაცების ორგანიზატორის ასაკი და ვინაობა არ სახელდება. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ბანგლადეშის მოქალაქე იყო, რადაგნ სხვა მგზავრების თქმით, ბენგალურ ენაზე საუბრობდა. სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მინისტრის თქმით, მამაკაცმა თვითმფრინავის გატაცება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთმა მსახიობმა ცოლობაზე უარი უთხრა.

ასევე სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე