საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 10:47 | 25.02.2019
ნანახია: 795

 ოპოზიციის წარმომადგენლებმა კოჯორში პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას. მათი განცხადებით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რუსეთი რჩება, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს.

„საქართველოს მთელი ისტორია არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსა და თავისუფლების დაცვისთვის. იუნკერების თავგანწირვა არის ამ ბრძოლის ერთი ნამდვილად სასახელო და გამორჩეული ეპიზოდი.

საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. საქართველო დღესაც არის ოკუპაციის ქვეშ, საქართველო დღესაც იბრძვის საკუთარ ოჯახში, ევროპაში დასაბრუნებლად, ამიტომ დღეს პატივს მივაგებთ იუნკერებს, ვიხსენებთ მათ თავგანწირვას.

ყველაზე დიდი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათი ხსოვნის და საქართველოსთვის დაღუპული თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე, ეს არის საქართველოს თავისუფლების დაცვა, ეს არის საქართველოს გამთლიანება და საქართველოს დაბრუნება ევროპაში“, – განაცხადა„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ კოჯორში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე