აშშ სირიაში ჯარების გაყვანის შემდეგ 200 სამხედროს დატოვებს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 22.02.2019
ნანახია: 639

აშშ სირიაში 200 სამხედროს დატოვებს თავისი ჯარების გაყვანის შემდეგ. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა. „გარკვეული დროით სირიაში დარჩება 200-კაციანი სამშვიდობო ჯგუფი“, - აღნიშნა სანდერსმა.

ასეთი გადაწყვეტილება აშშ-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ორივე ლიდერი შეთანხმდა გააგრძელოს კოორდინაცია პოტენციური უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ.


2018 წლის 19 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკის სამხედრო ძალების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. თეთრი სახლის მეთაურმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ უკვე დამარცხებულია.

ამერიკელმა სენატორებმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. მათი აზრით, ეს აშშ-ის უსაფრთხეობას საფრთხეს უქმნის და „ისლამურ სახელმწიფოს“ უფრო აძლიერებს. ასევე საფრანეგთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ სინანული გამოქვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე