სექსუალური შევიწროება დაისჯება

საქართველო, თბილისი - 13:03 | 20.02.2019
ნანახია: 872

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გარკვეულ რეგულაციებს.

კანონპროექტის პაკეტის მიხედვით, რომლის მიხედვით ცვლილებები უნდა შევიდეს შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს კანონში, სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, სექსუალური შევიწროება განმარტებულია შემდეგნაირად:

პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევარომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსებისშელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელმტრულდამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს”.

ცვლილებების მიხედვით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება 1661 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების ცნებას საჯარო სივრცეში. აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებსაც და განსაზღვრულია შესაბამისი სანქციები დამრღვევის მიმართ. ცვლილება ეხება იმ მუხლებსაც, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა შეადგინონ სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი ოქმი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სანქციის დაკისრებასთან დაკავშრებით გადაწყვეტილება მიღებული იქნეს სასამართლოს მიერ.

კანონპროექტი ითვალისწინებს სახდელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმას და გამასწორებელ სამუშაოებს. საზოგადოებრივ ადგილებში არასასურველი სექსუალური ხასიათის შევიწროება გამოიწვევს პირის 300 ლარით დაჯარიმებას, იგივე ქმედების ჯარიმის გამოწერიდან ერთი წლის განმავლობაში ჩადენა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხოლო სექსუალური ხასიათის ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ დაჯარიმდება 500-დან 800 ლარამდე.

გამასწორებელი სამუშაოები კი გულისხმობს სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან ოც პროცენტამდე თანხის დაქვითვას.

კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში არიან.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე